ირაკლი ღარიბაშვილი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაღაში თემატური დისკუსიის „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“ თანათავმჯდომარეა

ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის ფარგლებში, პრაღის სასახლეში, მრგვალი მაგიდის ფორმატში თემატური დისკუსიები იმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, თემატური დისკუსიის – „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“ თანათავმჯდომარეა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პრემიერ-მინისტრი თავის ესტონელ კოლეგასთან ერთად უძღვება დისკუსიას, რომელსაც ესწრებიან ევროპული სტრუქტურებისა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის კლაუს იოჰანსენი, ილჰამ ალიევი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ემანუელ მაკრონი და გიტანას ნაუსედა.