ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

17:05, 09.11.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა.

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მსგავსი