ირაკლი ღარიბაშვილი - ელექტრომობილების ქარხნის პროექტზე იყო ხარვეზები, ამას დაემატა პანდემია და ამ პერსპექტივამ გადაიწია, ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, განვაახლოთ ეს პროექტი 
ირაკლი ღარიბაშვილი - ელექტრომობილების ქარხნის პროექტზე იყო ხარვეზები, ამას დაემატა პანდემია და ამ პერსპექტივამ გადაიწია, ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, განვაახლოთ ეს პროექტი 

ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ელექტრომობილების ქარხნის პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, ამას დაემატა პანდემია და ამ პერსპექტივამ გადაიწია.

„რაც შეეხება ელექტრომობილების ქარხანას – ეს პროექტი ჩემამდე იყო დაანონსებული. გარკვეული ხარვეზებიც იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ვერ შეიკრა ეს პაკეტი, როგორც უნდა გამოსულიყო. ამას დაემატა პანდემია, გადაწია ეს პერსპექტივა. ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ეს პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად“, – განაცხადა პრემიერმა.