ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი და, ჯამში, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება 70 მილიონი ლარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი და, ჯამში, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება 70 მილიონი ლარი

ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი  და, ჯამში, 800 მილიონ ლარამდე იქნება ბიუჯეტი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი.

„შედარებისთვის, მინდა, ვთქვა, რომ, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 326 მილიონი ლარით ბიუჯეტი. აქედან მინდა, მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ. ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი. 50 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოვუყავით.  ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, დაიწყება მშენებლობა გაზაფხულზე, ასეთი გეგმის მიხედვით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ახლა ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება, მაქსიმუმ, დეკემბერი-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი-აპრილში, დაახლოებით ასეთი გეგმა გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.