ირაკლი ღარიბაშვილი - ძლიერი საქართველო უნდა იყოს საერთო სახლი ქართველების, აფხაზების, ოსების, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისთვის, საქართველო ისეთ ქვეყნად უნდა ვაქციოთ, რომლისკენაც წინაპრები ისწრაფოდნენ

ძლიერი საქართველო უნდა იყოს საერთო სახლი, როგორც ქართველების, აფხაზების, ოსების, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, ყველა სტუმრისთვის, რომელიც ყველა ჩვენგანის ერთიანი ძალისხმევით უნდა აშენდეს და უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ამისი პოტენციალი აქვს.

„ჩვენ გვაქვს ამის ნიჭიც და პოტენციალიც. ჩვენ უნდა ვაქციოთ საქართველო ისეთ ქვეყნად, რომლისკენაც საუკუნეების განმავლობაში ისწრაფოდნენ ჩვენი წინაპრები. ამისთვის ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყანაში და გრძელვადიანი განვითარება, რათა ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი, როგორც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერმა და ძლიერმა სახელმწიფომ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი