ირაკლი ღარიბაშვილი - ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მილიონზე მეტით გაეზარდათ დაფინანსება, თავდაცვის სამინისტროს 10 მილიონს, შსს-ს კი 50 მილიონს გამოვუყოფთ
ირაკლი ღარიბაშვილი - ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მილიონზე მეტით გაეზარდათ დაფინანსება, თავდაცვის სამინისტროს 10 მილიონს, შსს-ს კი 50 მილიონს გამოვუყოფთ

ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მილიონზე მეტით გაეზარდათ დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტროს დამატებით 10 მილიონი გამოეყოფა, შსს-ს კი დამატებით 50 მილიონს მისცემს მთავრობა, საიდანაც 20 მილიონი ლარი სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას მოხმარდება.

„რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდათ ჯამურად შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ თავდაცვას 10 მილიონს. 50 მილიონს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივცემთ, საიდანაც 20 მლნ ლარი მოხმარდება სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია, ფრანგული წარმოების ვერტმფრენები შეძენილია და ეტაპობრივად დაიწყება მოწოდება 2024 წელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.