ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს გავხსენით ბათუმის განახლებული აეროპორტი, აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს გავხსენით ბათუმის განახლებული აეროპორტი, აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად

დღეს ჩვენ გავხსენით ბათუმის განახლებული აეროპორტი, როგორც მოგეხსენებათ, კომპანია „ტავმა“ განახორციელა 17 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბათუმს აქვს განახლებული აეროპორტი.

„დღეს უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან. აჭარა არის მზად ტურისტების მისაღებად. ძალიან მნიშვნელოვანია, პანდემიის პერიოდში ასეთი ინვესტიციის განხორციელება, ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით სულ რაღაც ექვს თვეში დაასრულა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო აღნიშნულ კომპანიას, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი