ირაკლი ღარიბაშვილი დევიდ მაკკალისტერთან შეხვედრის შესახებ – მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, გამეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკკალისტერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, განახორციელოს ყველა აუცილებელი რეფორმა, რათა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი.
„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები დევიდ მაკალისტერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების რიგ საკითხებზე. მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, გამეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ. საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, განახორციელოს ყველა აუცილებელი რეფორმა, რათა შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Very productive talks @davidmcallister on range of issues concerning 🇬🇪🇪🇺 relations. Great opportunity to report on major progress that has been achieved on our path to 🇪🇺 integration. 🇬🇪 stays committed to implement all the necessary reforms to file for 🇪🇺membership in 2024! pic.twitter.com/HSxiFJUQcm
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 17, 2021