ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციული ძალის წარმომადგენლის, კახა ოქრიაშვილის კომპანიამ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300%-იანი ფასნამატები გააკეთა, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე
ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციული ძალის წარმომადგენლის, კახა ოქრიაშვილის კომპანიამ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300%-იანი ფასნამატები გააკეთა, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე

დესტრუქციული ძალის ერთ-ერთი წარმომადგენლის, კახა ოქრიაშვილის კომპანია „პე ეს პემ“ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300-პროცენტიანი ფასნამატები გააკეთა, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წამლების ფასი გამოწვევა იყო მოქალაქეებისთვის.

„60-დნ 80%-მდე შემცირდა წამლების ფასი მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, მაშინ 200 მილიონი დაზოგა ჩვენმა ხალხმა. რეფერეტული ფასები დავაწესეთ. აქვე, მინდა, გამოვეხმაურო დესტრუქციული ძალის ერთ-ერთი წარმომადგენელს კახა ოქრიაშვილს, მისმა კომპანია „პე ეს პემ“, რომელმაც, თქვენ ნახეთ, რომ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300-პროცენტიანი ფასნამატები გააკეთა, რაც, რა თქმა უნდა, არ დარჩება რეაგირების გარეშე. დაუყონებლივ მოხდება ამაზე რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.