ირაკლი ღარიბაშვილი - დავით ხიდაშელს ჩამოვატანინეთ მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა, მან ძალიან დიდი საქმე გასწია
ირაკლი ღარიბაშვილი - დავით ხიდაშელს ჩამოვატანინეთ მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა, მან ძალიან დიდი საქმე გასწია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა.

ღარიბაშვილის თქმით, დავით ხიდაშელმა სახელმწიფოს ჩამოუტანა რუკები, მნიშვნელოვანი მასალა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დავით ხიდაშელი ოთხი წლის განმავლობაში ისე მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, რომ კითხვა არ დასმულა და არ იცის, ახლა რატომ წამოსწიეს ეს საკითხი.

„დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ძალიან გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია. მადლობა გადავუხადეთ, რადგან ძლიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს.

თუ არ ვცდები, ოთხი წელი იყო სიმბოლურად მრჩევლის თანამდებობაზე, ზოგადად რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის საკითხებში, დელიმიტაციის საკითხებში, რუკებში და ა.შ. ოთხი წელი ისე მუშობდა, კითხვა არ დასმულა. არ ვიცი, ახლა რატომ ასწიეს ეს თემა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.