ირაკლი ღარიბაშვილი – დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ შეაქეს ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან

00:44, 23.09.2023

ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ შეაქეს ჩვენი შესაბამისობა  საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ მხარი დაუჭირა და ხელი მოაწერა 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად.

„ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ შეაქეს ჩვენი შესაბამისობა  საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი