ირაკლი ღარიბაშვილი - დაბადების დღეს ვულოცავ ლეგენდარულ სპორტსმენ კობა წაქაძეს, მან სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობაში მრავალგზის გაიმარჯვა და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებაც მოიპოვა
ირაკლი ღარიბაშვილი - დაბადების დღეს ვულოცავ ლეგენდარულ სპორტსმენ კობა წაქაძეს, მან სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობაში მრავალგზის გაიმარჯვა და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებაც მოიპოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარულ სპორტსმენს, კობა წაქაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, კობა წაქაძემ ტრამპლინიდან ხტომაში თავისი განსხვავებული შესაძლებლობების წყალობით სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობაში მრავალგზის გაიმარჯვა და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებაც მოიპოვა.

„დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენს ლეგენდარულ სპორტსმენს, კობა წაქაძეს. ქართული სპორტის სიამაყეს – კობა წაქაძეს სწორედ თავისი ინდივიდუალური სტილისა და გამორჩეული ტექნიკის გამო უწოდეს „მფრინავი ტორპედო“. ტრამპლინიდან ხტომაში თავისი განსხვავებული შესაძლებლობების წყალობით, მან სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობაში მრავალგზის გაიმარჯვა და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებაც მოიპოვა. იგი ღირსების ორდენის მფლობელია, რაც მის დამსახურებას მეტად თვალსაჩინოს ხდის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ კობას დაბადების დღეს, ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.