ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პირი, რომელიც დღეს დაბრუნდა ამერიკის ადმინისტრაციაში, მათთვისაც ცნობილი ვართ, ველოდები, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-სთან
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პირი, რომელიც დღეს დაბრუნდა ამერიკის ადმინისტრაციაში, მათთვისაც ცნობილი ვართ, ველოდები, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-სთან

როდესაც მე ვიყავი პრემიერი, ამერიკის ადმინისტრაციაში გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის, პრეზიდენტ ობამასთან, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან, გვქონდა ძალიან კარგი, ახლო ურთიერთობა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებთან, ხელმძღვანელებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების შეკითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

„ბატონი ზალკალიანი ძალიან ნაყოფიერად აგრძელებს მუშაობას და მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ტრიბუნიდან. ის არის ვიცე-პრემიერი. მას უკვე ჰქონდა კონტაქტები მის ამერიკელ კოლეგასთან და გაუგზავნა ყოვლისმომცველი წერილი, რომელშიც არის აღნიშნული ჩვენი ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით, ზოგადად ჩვენს ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებთან მიმართებით და ასე შემდეგ. როდესაც მე ვიყავი პრემიერი, ამერიკის ადმინისტრაციაში გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის, პრეზიდენტ ობამასთან, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან, გვქონდა ძალიან კარგი, ახლო ურთიერთობა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებთან, ხელმძღვანელებთან. ასე რომ ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პირი, ვინც დღეს დაბრუნდა ამერიკის ადმინისტრაციაში, მათთვისაც ჩვენ ცნობილი ვართ და აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ გვექნება მაღალი, მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკასთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი