ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი აქვს და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი აქვს და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შემდეგ გავრცელდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს რუსეთთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი აქვს, ეს კი ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში მოხდება.

„ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა. „გამოვდივართ შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დატოვე კომენტარი