ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და პოლიციას, ვამაყობ თქვენით
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და პოლიციას, ვამაყობ თქვენით

დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის რაც არის ევროპული, ამერიკული სტანდარტების შესაბამისია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

„რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის, რაც არის ევროპული, ამერიკული სტანდარტების შესაბამისია. ჩვენ ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ ფარგლებში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ. ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შს მინისტრ გომელაურს და მთელ პოლიციას, ვამაყობ თქვენით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.