ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ რომ დაგვეწესებინა ეროვნული სანქციები რუსეთისთვის, როგორც ეს ლატვიის პრეზიდენტმა თქვა, 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა ქვეყანაში, კოლაფსი იქნებოდა ყველა მიმართულებით
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ რომ დაგვეწესებინა ეროვნული სანქციები რუსეთისთვის, როგორც ეს ლატვიის პრეზიდენტმა თქვა, 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა ქვეყანაში, კოლაფსი იქნებოდა ყველა მიმართულებით

ესეც მორიგი შეუთავსებლობაა და წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის გაცხადებულ პოლიტიკასთან, ჩვენ ვთქვით, რომ არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, არ გაგვიკეთებია, არ გადაგვიდგამს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესების საზიანოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლატვიის პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს რომ ეროვნული სანქციები დაეწესებინა, როგორც ამას ლატვიის პრეზიდენტი ამბობს, ათპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა.

„როგორც ლატვიის პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ რომ დაგვეწესებინა ეროვნული სანქციები რუსეთისთვის, კი არ გვექნებოდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა ქვეყანაში, კოლაფსი იქნებოდა ყველა მიმართულებით. ბიუჯეტი, ბოლო სამი წელია, რამდენჯერმე გავზარდეთ, ახლაც გავზრდით, ხვალ მთავრობაზე გაგვაქვს კორექტირებული ბიუჯეტი, ასე რომ, მიუღებელია. კიდევ ერთი მინდა, ვთქვა, რომ ქალბატონ პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აბსოლუტურად არაფერი. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო ათ წელიწადში, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არავის, არც პრეზიდენტს და არც ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.