ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ოპოზიციამ, პრაქტიკულად, ბოიკოტი გამოუცხადა ხელისუფლებას და პრინციპულად არ მიიღეს მონაწილეობა რეკომენდაციების შესრულების პროცესში
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ოპოზიციამ, პრაქტიკულად, ბოიკოტი გამოუცხადა ხელისუფლებას და პრინციპულად არ მიიღეს მონაწილეობა რეკომენდაციების შესრულების პროცესში

ჩვენი შეფასებით, გავაკეთეთ მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ოპოზიციამ, პრაქტიკულად, ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას და პრინციპულად არ მიიღეს მონაწილეობა არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ეს იყო საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულების საკითხზე კითხვა უნდა დაუსვან ოპოზიციის წარმომადგენლებს, რატომ ახდენდნენ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ.

„ამაზე კითხვები უნდა დაუსვათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. თქვენ უნდა მოსთხოვოთ პასუხი, რატომ ახდენდნენ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ 11 რეკომენდაცია შევასრულეთ, მეთორმეტეს რაც შეეხება, პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, – „ნიკა გვარამია გათავისუფლდა? მე-7 პუნქტში წერია“, – ღარიბაშვილმა აღნიშნა:

„რა შუაშია პოლარიზაციის დასრულება თუ შესრულება ცალკეულ კრიმინალურ „ქეისთან?“ არავითარი კავშირი არ აქვს“.