ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო თვეებში არ დაგვიფიქსირებია ოპოზიციის ევროპული სტანდარტის შესაბამისი კამპანია, იციან, რომ მარცხდებიან და შესაძლოა, პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო თვეებში არ დაგვიფიქსირებია ოპოზიციის ევროპული სტანდარტის შესაბამისი კამპანია, იციან, რომ მარცხდებიან და შესაძლოა, პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ოპოზიციის მხრიდან ნორმალური, ევროპული სტანდარტის შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას პრაქტიკულად არ უმუშავია.

„ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ისინი, რა თქმა უნდა, არ ემზადებოდნენ არჩევნებისთვის. მათ იციან, რომ მარცხდებოდნენ და მარცხდებიან ყველა ქალაქში და შესაძლოა, რაღაც პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ. მაგრამ, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ არავის არ მივცემთ არავითარი პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ქვეყანა მშვიდობიანად ჩაატარებს არჩევნებს და გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი