ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 11 წელიწადში ბიუჯეტი თითქმის გავასამმაგეთ, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 11 წელიწადში ბიუჯეტი თითქმის გავასამმაგეთ, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი

ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი, დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი, აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო სამ წელიწადში მთელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 30 მილიარდი ლარით.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, თუ როგორი ეკონომიკა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს. შეგახსენებთ, მაშინ, კარგად გახსოვთ, რომ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო სიღარიბე და უმუშევრობაც ამდენივე. და არავითარი პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობდა. დემოკრატიაზე, რა თქმა უნდა, ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ ეკონომიკით რომ დავიწყოთ და პირველი თავი მიეძღვნება ეკონომიკას, ერთგვარი ანალიზი და შედარებითი ანალიზი მინდა, გავაკეთო. მაშინ არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ბიზნესი იყო აბსოლუტურად დე მოტივირებული. არავითარი პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არ არსებობდა, პირიქით, ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები, ქვეყანაში იყო დამყარებული რეალურად ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს, ომგამოვლილ მოქალაქეებს. იმ ომგამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც თავად იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა საკუთარ ხალხს და შედეგად დღეს 20 პროცენტი არის ოკუპირებული.

შეგახსენებთ, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. დღეს, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი. ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა –  27 მილიარდი ლარიდან, 80 მილიარდ ლარამდე. ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი. აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი.

ბოლო 11 წელიწადში, ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელზეც მინდა ვისაუბრო დღეს თქვენთან ერთად. ასევე მინდა, გითხრათ, რომ მხოლოდ სამ წელიწადში, ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა 30 მილიარდი ლარით, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს უკვე 8100 დოლარს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. 2024 წელს 8500 დოლარს გადააჭარბებს. ბოლო ორი წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. წელსაც, მიუხედავად აი, ამ დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც ხდება ჩვენს რეგიონში და მთელს მსოფლიოში, მაშინ როცა წამყვანი ეკონომიკების ეკონომიკა მცირდება და ბევრგან ვარდნაა სერიოზული, ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ორი წელი 10 პროცენტით მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, წელს შვიდი პროცენტის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ინფლაციის სრული ასე ვთქვათ კონტროლი მოვახერხეთ. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ არის, ერთ პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდა ინფლაცია, ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა. შარშან რაც გვქონდა, ერთერთი მთავარი გამოწვევა არის ფასები და ინფლაციის ზრდა. ეს რისკებიც, ეს საფრთხეც მთლიანად მოხსნილია. შეიძლება ამაყად ითქვას, ამ წლის მუშაობის შედეგი არის სწორედ ინფლაციის მართვა და კონტროლი, ასევე  მინდა გითხრათ რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით“, – განაცხადა პრემიერმა.