ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი ადამიანი, რომელმაც 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ქველმოქმედებაში ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი ადამიანი, რომელმაც 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ქველმოქმედებაში ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის

ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი ადამიანი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში უცხო ქვეყნებში დაგროვებული მთელი ქონება ჩამოიტანა, დახარჯა ქველმოქმედებაში ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა და აღნიშნა, რომ ყველა რეფორმა, იქნება ეს პოლიციის, სამხედრო, თუ სხვა რეფორმები, ივანიშვილის დამსახურებაა.

„ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი მთელი ქონება, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში, ჩამოიტანა, დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნის და ჩვენი ხალხისთვის. 3 მილიარდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ქვეყნისთვის და ყველა ეს რეფორმა, პოლიციის, სამხედრო, უამრავი რეფორმები და სიკეთეები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ამ კაცის დამსახურებაა. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაშია, სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა, მისი პიროვნული დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი