ირაკლი ღარიბაშვილი – ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ
ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ძალიან კარგი საუბარი შედგა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოსთან. განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის ბელგიის სამეფოს მადლობელი ვართ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Great talks w/ 🇧🇪’s @alexanderdecroo. Discussed regional & global challenges, bilateral relations & support to 🇬🇪’s 🇪🇺 aspirations. Grateful for 🇧🇪’s unwavering support for 🇬🇪’s sovereignty & territorial integrity. pic.twitter.com/7MArcJmzoF
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 14, 2023