ირაკლი ღარიბაშვილი – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განიხილეს.
„სასიამოვნო იყო დღევანდელი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანისთან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიმდინარე ორმხრივი და სამომავლო თანამშრომლობის, ასევე, ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილე ჩვენი ერების სასარგებლოდ“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
Happy to meet the president of 🇦🇪 Sheik @MohamedBinZayed in Abu Dhabi today. Discussed the ongoing bilateral & future cooperation between the two countries, as well as enhancing trade and investment flows between 🇬🇪 & 🇦🇪 for the greater benefit of our nations. pic.twitter.com/uSKlGslogL
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 31, 2022