ირაკლი ღარიბაშვილი - არ დავუშვებთ ძალადობას ჩვენს არცერთ მოქალაქეზე, მათ შორის არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, ასევე არ დავუშვებთ ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე
ირაკლი ღარიბაშვილი - არ დავუშვებთ ძალადობას ჩვენს არცერთ მოქალაქეზე, მათ შორის არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, ასევე არ დავუშვებთ ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე

„ხალხის ძალის“ განცხადება არ წარმოადგენს მმართველი პარტიის განცხადებას, ძალიან დიდი განსხვავებაა ხშირად ჩვენს პოზიციებში, სწორედ ამიტომ მოხდა მათი გამიჯვნა ჩვენგან. ასე რომ, მე პასუხი არ მაქვს ამ თემაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, მისაღები არ არის ძალადობა.

„რამდენად მისაღები არის ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში? დასავლეთის ქვეყნებში ლგბტ პროპაგანდა მიმდინარეობს აქტიურად. ამ თემაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი: ყოველგვარი დისკრიმინაცია, ძალადობა არის მიუღებელი, ეს მითქვამს არაერთხელ, ამიტომ მივიღეთ ჩვენ კანონი, ამიტომ არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას არცერთ ჩვენს მოქალაქეზე, მათ შორის, არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ პროპაგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე და ა.შ. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ხალხის ძალამ“ კელი დეგნანს მიმართა: „რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აღვივებთ პოლარიზაციას?“