ირაკლი ღარიბაშვილი - აგვისტოში გამოვიდა სააკაშვილი და თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აქვს გარკვეული მტკიცებულებები, ეს პროვოკაცია პირადად დააანონსა ​
ირაკლი ღარიბაშვილი - აგვისტოში გამოვიდა სააკაშვილი და თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აქვს გარკვეული მტკიცებულებები, ეს პროვოკაცია პირადად დააანონსა ​

აგვისტოში გამოვიდა სააკაშვილი, თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აქვს გარკვეული მტკიცებულებები, ეს პროვოკაცია მან დაანონსა პირადად. მთელი ეს ტყუილ-მართალი, ყველაფერი აღრეული იმიტომ არის, რომ ძნელი იყოს სიმართლის დასკვნის გამოტანა, – ამის შესახებ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი რაოდენობის ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას დრო სჭირდება და სწორედ ამის გათვლა ჰქონდა ოპოზიციას.

„მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია იწერს და ავრცელებს, მაგრამ ოპოზიცია რომ დგას მთელი ამ ფაბრიკაციის და ფალსიფიკაციის უკან, რაზე არის საუბარი. სააკაშვილი აგვისტოში გამოვიდა, თქვა, რომ ძალიან მძიმე პროვოკაცია თუ რაღაცები დაანონსა, ეტყობა, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო და ალბათ, ვერ შეიკავა თავი. აგვისტოში გამოვიდა სააკაშვილი, თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აქვს გარკვეული მტკიცებულებები, ეს პროვოკაცია მან დაანონსა პირადად. მთელი ეს ტყუილ-მართალი, ყველაფერი აღრეული იმიტომ არის, რომ ძნელი იყოს სიმართლის დასკვნის გამოტანა. მით უმეტეს არჩევნებამდე ასეთი რაოდენობის, ათასობით ფაილის ავთენტურობის შესწავლას სჭირდება დრო, ეს პრიმიტიული გათვლა ჰქონდა ამ უბადრუკ ოპოზიციას. იციან, რომ მარცხდებიან ყველგან და ეს პრიმიტიული პროვოკაცია მოიგონეს.

თუმცა, ძალიან მძიმე პროვოკაციაა ჩვენი ეკლესიის, სახელმწიფოს წინააღმდეგ. კიდევ ერთს გეტყვით, სუს-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საიდუმლო სამსახური იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში ახდენს ლეგიტიმურ, კანონიერ მოსმენებს და ეს არის ყველასთვის ცხადი, არავითარი დაფარული არ არის, მთელი მსოფლიო ასე იმართება. აქედან რა არის კანონიერი, რა არ არის კანონიერი, მაგიტომ ვთქვი, რომ ტყუილ-მართალი არის ერთმანეთში არეული. ამას სჭირდება შესწავლა, დახარისხება, ავთენტურობის შესწავლა, ექსპერტიზა. ვინაიდან იციან, რომ ამ ორ კვირაში არჩევნებამდე ამას ვერ მოასწრებს ვერცერთი ექსპერტიზა მთელს მსოფლიოში, ამაზე იყო გათვლა გაკეთებული, რომ რაღაც ერთგვარი შფოთვა შემოეტანათ საზოგადოებაში და მცდელობა იმისა, რომ ეკლესიასა და მთავრობას შორის არსებობს მტკიცე ერთობა, ამას ხედავენ და ძალიან არ უხარიათ ამის თაობაზე, ამ დროს მე მინდა ვუთხრა, რომ ვართ ერთიანი, მთავრობაც და ეკლესიაც, გვაქვს მტკიცე ერთობა და ამ ერთობას ვერავითარი პროვოკაცია ვერ დააზიანებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.