ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 200 ლარი გახდება 
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 200 ლარი გახდება 

ორი წლის წინ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარი იყო, 2023 წლის პირველი ივლისიდან დახმარება 200 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისთვის 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„მინდა, რამდენიმე საინტერესო ასპექტი გამოვყო. სოციალური მიმართულებით, მომდევნო წელს ჩვენ სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული, გვქონდა ყველა მიმართულებით, ეს იქნება პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა. ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში განსაზღვრული. მოგეხსენებათ, თითოეულ ბავშვზე დახმარება იყო 50 ლარი დაახლოებით ორი წლის წინ, თუ არ ვცდები, გაისად კი, 2023 წლის პირველი ივლისიდან ეს თანხა 200 ლარი გახდება. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.