ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლამდე ქვეყანაში იყო ავტოკრატიული, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს ომგამოვლილ მოქალაქეებს
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლამდე ქვეყანაში იყო ავტოკრატიული, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს ომგამოვლილ მოქალაქეებს

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, როგორი ეკონომიკა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს, მაშინ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, 30 პროცენტზე მეტი იყო სიღარიბე, უმუშევრობაც ამდენივე, არავითარი პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესი იყო აბსოლუტურად დემოტივირებული და არავითარი განჭვრეტადობა არ არსებობდა.

„ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები. ქვეყანაში იყო დამყარებული ავტოკრატიული, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს, ომგამოვლილ მოქალაქეებს. იმ ომგამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც თავად იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა საკუთარ ხალხს, შედეგად, დღეს 20 პროცენტი არის ოკუპირებული. მაშინ მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 27 მილიარდი ლარი, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება 86 მილიარდი. ბოლო 11 წელიწადში „ქართული ოცნების“  მმართველობის დროს ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.