ირაკლი ღარიბაშვილი - 2009 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო რუსულ კომპანიებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, ცალმხრივად გაუხსნა სავიზო რეჟიმი და მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას
ირაკლი ღარიბაშვილი - 2009 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო რუსულ კომპანიებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, ცალმხრივად გაუხსნა სავიზო რეჟიმი და მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას

დღეს რომ გამოდიან და თავს დებენ დიდ პატრიოტობაზე, მინდა, მათ შევახსენო, 2009 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, ცალმხრივად გაუხსნა სავიზო რეჟიმი და მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება.

„დღეს რომ გამოდიან და თავს დებენ დიდ პატრიოტობაზე, მათ მინდა, შევახსენო, თქვენი ხელმძღვანელების საყურადღებოდ. აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვე იყო გასული, 2009 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. გახსოვთ მაშინ, მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს თურმე მაშინ სუნი არ ჰქონდა. ეს ერთი. მეორე – ცალმხრივად, სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. და მესამე – ასევე სააკაშვილის ხელისუფლებამ, ომის შემდეგ, არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ თუნდაც სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა, დაეწყოთ მუშაობა, რათა რუსეთს დაკისრებოდა გარკვეული სანქციები ოკუპაციის გამო, მას შემდეგ, რაც გრძელდებოდა მთელი ის ქმედებები, რომელიც დღესაც გრძელდება. ამის ნაცვლად, მათ ცალმხრივად გაუხსნეს სავიზო რეჟიმი, გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები და შემდეგ ვნახეთ, რომ მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

მიუხედავად მთავარი მცდელობისა, რომ მოღალატეების, რომლებმაც ეს ომი არ ააცილეს და ვერ ააცილეს ჩვენს ქვეყანას, ეს გეგმა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ, მათ დაიწყეს და ახლა ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის საქართველოში. არც ერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი. ახლა ვინაიდან ვერ მიაღწიეს მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ, რაიმენაირად დააზიანონ ჩვენი მოქალაქეები. უნდათ, შეაფერხონ ტურისტების შემოდინება საქართველოში. ეს ვისზე აისახება? – ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ხალხზე. ასე რომ, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.