ირაკლი გედენიძე - 2011 წელს ჩვენ დავისაჯეთ პროფესიის გამო, მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა
ირაკლი გედენიძე - 2011 წელს ჩვენ დავისაჯეთ პროფესიის გამო, მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა

ადამიანი მართალი რომ ხარ, ეს დადასტურდება აუცილებლად და ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი დღეც, – ამის შესახებ ნათია გედენიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, სადაც ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე 2011 წლის გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და ფოტორეპორტიორები სრულად გამართლდნენ.

„ცხადია, დადასტურდა, რასაც ველოდებოდით. ადამიანი მართალი რომ ხარ, ეს დადასტურდება აუცილებლად და ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი დღეც”, – განაცხადა ნათია გედენიძემ.

პროცესის დასრულების შემდეგ ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს.

„ძალიან ემოციური იყო, ბოლომდე კიდევ ვერ გამოვხატავ ჩემს ემოციებს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვისაც სჯეროდა ჩვენი. ჩვენ დავისაჯეთ ჩვენი პროფესიის გამო. ვიღებდით იმ ღამეს და ვაშუქებდით. ეს ყველაფერი მოსამართლემ გაიზიარა”, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს.

დატოვე კომენტარი