ირაკლი ფავლენიშვილი – ვხედავთ, რომ „ოპოზიციის ალიანსშიც“ არსებობს გარკვეული დაპირისპირება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კონფლიქტში არავითარი ბრალეულობა არ მიუძღვის, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი

12:33, 04.09.2026

ყველას ვუსურვებ წარმატებას ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ არა მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ კონფლიქტში ბრალი არ მიუძღვის.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ იყო პრობლემა, გამოჩნდებოდა. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ მათ შორისაც არსებობს გარკვეული დაპირისპირება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კონფლიქტში არავითარი ბრალეულობა არ მიუძღვის. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი დღის წესრიგი. ყველას ვუსურვებ წარმატებას ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ არა მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. გეგმა არის უმარტივესი – ვიდრე ვართ ოპოზიციაში, გეგმა არის, რომ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი მოხდეს. სხვა რა გეგმა უნდა გვქონდეს?“ – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მსგავსი