ირაკლი ფავლენიშვილი - რთულად წარმოსადგენია ნებისმიერი ტიპის გარღვევა, თუ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაიდგა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, მათ შორის ამერიკის ადმინისტრაცია არაერთხელ უსვამდა ამას ხაზს
ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რამე კონკრეტული ნაბიჯი თუ არ გადაიდგა, რთულად წარმოსადგენია ნებისმიერი ტიპის გარღვევა საერთაშორისო იზოლაციისა და ამ მძიმე მდგომარეობის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს მმართველი გუნდის განცხადებაზე, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრები აპრილისთვისაც არის დაგეგმილი.
„მათ შორის, ამერიკის ადმინისტრაცია არაერთხელ უსვამდა ხაზს, რომ საჭირო იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ამერიკელი პარტნიორები ივანიშვილისა და მისი გუნდის სერიოზულობაში დარწმუნებულიყვნენ. ეს არა კულისებში გადასადგმელი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა იყოს, არამედ ისეთი, ზედაპირზე რომ გამოჩნდება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.