ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აქვს იმის პოლიტიკური წონა, რომ ლაზიკის პროექტი, რომელიც მისი იდეა იყო, უკავშირდებოდეს მას და არა სხვა ადამიანს, ეს პროექტი უნდა განხორციელებულიყო
ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აქვს იმის პოლიტიკური წონა, რომ ლაზიკის პროექტი, რომელიც მისი იდეა იყო, უკავშირდებოდეს მას და არა სხვა ადამიანს, ეს პროექტი უნდა განხორციელებულიყო

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ანაკლიის პროექტი უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს და აქვს სხვა სახელწოდება, ლაზიკის პროექტი. ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პროექტის განხორციელება არასდროს სურდა, მისი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ამ პორტის მშენებლობა იწვევდა რუსეთის გაღიზიანებას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველანაირად ცდილობს, დრო გაწელოს.

„რაც შეეხება ბიზნესდავას მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და სხვა აქტორებს შორის, ამ დავის დეტალებით ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს ადამიანები არ წარმოადგენენ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ზოგადად, ეს დავა მათი პრობლემა და საკითხია. მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აქვს იმის პოლიტიკური წონა, რომ ლაზიკის პროექტი, რომელიც მისი იდეა იყო, უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილს და არა რომელიმე სხვა ადამიანს. როცა ეს მიხეილ სააკაშვილის პროექტს წარმოადგენდა და აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, დაწყებულიც კი იყო სამუშაოები, უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს და ვერ დაუკავშირდება სხვა ადამიანს. ჩემი პოლიტიკური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგია, ლაზიკის პროექტი უნდა განხორციელებულიყო და უნდა ყოფილიყო ამ ქვეყნისთვის უდიდესი სარგებლის მომტანი. არ განხორციელდა, რადგან ის უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის სახელს და აღიზიანებდა რუსეთს. ამის შემდეგ, 12 წელზე მეტია, ივანიშვილი ცდილობს, რომ ეს პროექტი არ განახორციელოს. აღიარებითი ჩვენება აქვს მისი გუნდის ერთ-ერთ წევრს, რომ ამის მიზეზია რუსების არგაბრაზება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.