ირაკლი ფავლენიშვილი – ხვალ გაიმართება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, ხვალვე შედგება ყრილობაც, არა მხოლოდ ფინანსური, ბევრი მიმართულებით იქნება ცვლილებები პარტიაში
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცახდებით, ხვალ, 30 ივლისს პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.
მისივე თქმით, ხვალვე ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა.
როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ბევრი მიმართულებით იქნება ცვლილებები პარტიაში.
„ხვალ ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო. ზოგადად, როგორც ვიცით, არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით იქნება ცვლილებები ჩვენს პარტიაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში რეპრესიული კანონმდებლობა მიიღეს, ვნახეთ, მათ შორის, ახალი პოლიტიკური პატიმრები, ასევე ახალ ეტაპზე აყვანილი პოლიტიკური დევნა, ყველა ფინანსური წყაროს გადაკეტვა. ამიტომაც საჭიროა, როგორც ფინანსური, ასევე სტრუქტურული თვალსაზრისით უფრო მეტად ვიყოთ შესაბამისობაში სიტუაციასთან, მეტად ეფექტურები ვიყოთ. სწორედ ამისთვის არის საჭირო ცვლილებები, რომლებსაც ვაანონსებთ. ხვალ ჩატარდება პოლიტსაბჭო და პოლიტსაბჭოს შემდეგ, ხვალვე ჩატარდება ყრილობა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.