ირაკლი ფავლენიშვილი - ხალხს აინტერესებს არა ის ფაქტები, რომლებსაც უკვე მიეცა შეფასება 12 წლის წინ, არამედ ის, როგორ აწამებენ ასეულობით ახალგაზრდას ციხეში და როგორ იცვლება გეოპოლიტიკური კურსი
ირაკლი ფავლენიშვილი - ხალხს აინტერესებს არა ის ფაქტები, რომლებსაც უკვე მიეცა შეფასება 12 წლის წინ, არამედ ის, როგორ აწამებენ ასეულობით ახალგაზრდას ციხეში და როგორ იცვლება გეოპოლიტიკური კურსი

ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ამიტომ ნებისმიერი საგამოძიებო კომისია, რომელსაც შექმნის, არ გახლავთ ლეგიტიმური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არასდროს აქვს საშუალება, რეალურ პრობლემებზე იზრუნოს, ამიტომაც მუდმივად საუბრობენ განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანების აკრძალვასა და გასამართლებაზე.

„რაც შეეხება ე.წ. გამოძიებას, 2012 წლიდან ეს დაპირება აქვს ივანიშვილის ბანდას. ამას ორი მიზეზი აქვს, ერთი ის, რომ მათ აქვთ კრემლიდან მიღებული ინსტრუქცია, რომ საქართველოში მთავარი ანტიიმპერიალისტური ცენტრი ,,ნაციონალური მოძრაობის” სახით გაანადგურონ და მეორე არის ის, რომ მათ არასდროს აქვთ საშუალება, რეალურ პრობლემებზე იზრუნონ, ვგულისხმობ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, ახლა უკვე ძალიან ეგზისტენციალური პრობლემების გადაჭრას, რაც ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას ეხება და ამიტომაც მუდმივად საუბრობენ განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანების აკრძალვაზე, გასამართლებაზე და ა.შ. ხალხს აინტერესებს არა ის ფაქტები, რომლებსაც უკვე კონკრეტული შეფასება მიეცა 12 და მეტი წლის წინ, არამედ ის, თუ როგორ აწამებენ ასეულობით ახალგაზრდას ციხეში, როგორ იცვლება ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსი და როგორ ხდება საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში მმართველი გუნდი გეგმავს, პარლამენტში შექმნას „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია“.