ირაკლი ფავლენიშვილი - ეუთო/ოდირ-ის მოწვევის მიზეზი მარტივია, ივანიშვილის ბანდამ იცის, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ე.წ. საარჩევნო უბნებზე კი არა, ქუჩაში გამოვა, ამიტომაც იწვევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს
ირაკლი ფავლენიშვილი - ეუთო/ოდირ-ის მოწვევის მიზეზი მარტივია, ივანიშვილის ბანდამ იცის, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ე.წ. საარჩევნო უბნებზე კი არა, ქუჩაში გამოვა, ამიტომაც იწვევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის მიზეზი მარტივია. ივანიშვილის ბანდამ იცის, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ე.წ. საარჩევნო უბნებზე კი არა, ქუჩაში გამოვა და ამიტომაც იწვევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ს მოწვევის წერილით მიმართა.

ფავლენიშვილის შეფასებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული, რადგან ოპოზიციური ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე მისვლასაც კი არ აპირებს.

„ამ მოწვევის მიზანი არის ძალიან მარტივი. ივანიშვილის ბანდაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საერთოდ არავინ, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არ აპირებს ე.წ. საარჩევნო უბანზე მისვლას და ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას, სრულიად გაბანკროტებულები არიან ის ძალები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ამ სპეცოპერაციაში. ამ დროს არანაირი თავ-პირის მტვრევა, არანაირი დარღვევები და ძალადობა, რომელიც ივანიშვილს სჭირდებოდა იმ არჩევნებში, სადაც რეალურად მეტ-ნაკლებად იყო მაინც შემორჩენილი სანდოობა ოპოზიციური ამომრჩევლის მხრიდან, აღარ მოუწევს. ამიტომაც იწვევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული, რადგან ოპოზიციური ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ. საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არ აპირებს, არამედ ქუჩაში გამოსვლას და ესეც კარგად იცის ივანიშვილმა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.