ირაკლი ფავლენიშვილი - არაადამიანური მოპყრობა, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ლეგიტიმური საფუძველია, რომ მოხდეს ამ პროცესში ჩართული ადამიანების დასანქცირება
ირაკლი ფავლენიშვილი - არაადამიანური მოპყრობა, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ლეგიტიმური საფუძველია, რომ მოხდეს ამ პროცესში ჩართული ადამიანების დასანქცირება

არაადამიანური მოპყრობა, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ლეგიტიმური საფუძველია, რომ მოხდეს ამ პროცესში ჩართული ადამიანების დასანქცირება. ევროპაში ხედავენ, რომ ესენი აპირებენ რუსული დიქტატურის გამყარებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა დიდი ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სანქციებისთვის თავის არიდებას ვერ მოახერხებენ.

„არაადამიანური მოპყრობა, წამება და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის ლეგიტიმური საფუძველი, რომ მოხდეს იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესებში. როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებზე, ეს არის ხალხი, რომლებიც ამ ყველაფრის ორგანიზატორები და უშუალო აღმსრულებლები არიან, ამიტომაც ძალიან ლოგიკურია, რომ ისინი დასანქცირდნენ. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერ მოახერხებენ თავის არიდებას ამ სანქციებისთვის და ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან ამ ადამიანებს სანქციებისგან გვერდის ავლაში, ისინიც იქნებიან დასანქიცრებულები. ეს არის იმის შედეგი, რომ ევროპაში ხედავენ, რომ ეს ადამიანები აპირებენ საქართველოში რუსული დიქტატურის გამყარებას“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.