ირაკლი ეძგვერაძე - ვიყავი კვიპროსში და შევხვდი დავით კეზერაშვილს, პარტიულ ამბებზე არ მისაუბრია, ვისაუბრეთ პირად საკითხებზე
ირაკლი ეძგვერაძე - ვიყავი კვიპროსში და შევხვდი დავით კეზერაშვილს, პარტიულ ამბებზე არ მისაუბრია, ვისაუბრეთ პირად საკითხებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ეძგვერაძე აცხადებს, რომ კვიპროსში დავით კეზერაშვილთან ჰქონდა შეხვედრა.

როგორც ირაკლი ეძგვერაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე პარტიულ საკითხებზე არ ყოფილა საუბარი.

„ვიყავი კვიპროსში და შევხვდი დავით კეზერაშვილს. მქონდა ბევრი საკითხი გასარკვევი, მქონდა კითხვები და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის „ქართული ოცნებასთან“ ჩაბმული ბრძოლაში, შევხვდები და დაველაპარაკები. მქონდა ბევრი საკითხი გასარკვევი და მქონდა არაერთი კითხვა, მქონდა მასზე ბევრი ჭორი მოსმენილი, როგორც ცუდი, ისე კარგი. ჩემთვის აუცილებელი იყო, რომ ეს ადამიანი მენახა. გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ჩემი დანიშვნა იყო მენეჯმენტის გადაწყვეტილება. ეს პოზიცია არის ბრძოლის ველზე 2024 წელს ძალიან საპასუხისმგებლო და არ მგონია, კომფორტი იყოს და რამე თანამდებობა იყოს ეს. პარტიულ ამბებზე კეზერაშვილთან არ მისაუბრია, ვისაუბრეთ პირად საკითხებზე. ამ პოზიციაზე დანიშვნამდე მე პარტიის თავმჯდომარეს შევხვდი და შემოთავაზება მანამდეც მქონდა“, – განაცხადა ეძგვერაძემ.