ირაკლი ძარიათი ბელგიური კლუბი დაინტერესდა
ირაკლი ძარიათი ბელგიური კლუბი დაინტერესდა

ირაკლი ძარიამ, შესაძლოა, კარიერა ბელგიის ჯუპილერ ლიგის გუნდში გააგრძელოს. ეს ინფორმაცია პირველ არხს თავად ფეხბურთელმაც დაუდასტურა.

ეს ამბავი ალბანეთის სუპერლიგის ბოლო ტურის შემდეგ გაირკვა, როდესაც ქართველის გუნდმა “კუკეშმა” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი “სკენდერბეუ” გასვლაზე დაამარცხა.

ამით ირაკლი ძარიას გუნდი მიზანს დააახლოვა – ლიდერი “სკედნერბეუევროთასებიდან გარიგებული თამაშებისთვის 10 წლით მოკვეთეს, მის ადგილს კი ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე ალბანეთის ვიცე-ჩემპიონი დაიკავებს. დიდი ალბათობით, ეს “კუკეში” იქნება, რომელიც 58 ქულით მეორე ადგილზეა და მესამეადგილოსანლუფტეტარს” რვა ქულით უსწრებს.

ალბანური ფეხბურთის ლიდერების შეხვედრას ბელგიელი მწვრთნელი ესწრებოდა, რომელსაც 29 წლის ქართველი ნახევარმცველი მოეწონა.

„დიახ, ბელგიელი მწვრთნელი და მისი ასისტენტი შეხვედრას დაესწრნენ. ბელგიელები ჩემს სანახავად არ ჩამოსულან, მათ სხვა ფეხბურთელი აინტერესებდათ, მაგრამ როგორც გაირკვა, ჩემი თამაში მოეწონათ და დაინტერესდნენ. გუნდს, სადაც ეს მწვრთნელი მუშაობს, ვერ დავასახელებ, რადგან ჯერ მხოლოდ ლაპარაკი იყო და ოფიციალური შემოთავაზება არ გაუკეთებიათ, ამიტომ სეზონის დასრულებას ველოდები და ვნახავ, ამ დაინტერესებას რა გაგრძელება მოჰყვება” – ამბობს ძარია.

ირაკლი ძარია “კუკეშში” იანვარში გადავიდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის წევრი და ერთ-ერთი ლიდერი გახდა – საქართველოს ნაკრებში ნათამაშები საყრდენი ნახევარმცველი ალბანეთის სუპერლიგის რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.