საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდი 10-11 თებერვალს პარიზის გრანდ-სლემის გათამაშებაზე იჭიდავებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ შემადგენლობა დაასახელა.
წონითი კატეგორიების მიხედვით პარიზის ტატამზე იჭიდავებენ:
-60 ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66 ვაჟა მარგველაშვილი
-73 ლაშა შავდათუაშვილი
-81 ნუგზარ ტატალაშვილ, ზებედა რეხვიაშვილი
-90 ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
-100 ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100 გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი.