ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი და მამუკა მდინარაძე შეითავსებენ
ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი და მამუკა მდინარაძე შეითავსებენ

თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას შეითავსებენ მაკა ბოჭორიშვილი და მამუკა მდინარაძე.

ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში იქნება სამი ვიცე-პრემიერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების თანამდებობაზე კი მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე შეცვლის.