ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

15:48, 07.10.2025

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა ახლად დანიშნულ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

„თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და საფრანგეთის სამხედრო ატაშე, მეორე რანგის კაპიტანი ფილიპ გრუსენმეიერი დაესწრნენ“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი