ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, იჯარის გადასახადისგან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ყველა მუნიციპალიტეტს მიეცა
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, იჯარის გადასახადისგან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ყველა მუნიციპალიტეტს მიეცა

მეწარმეებისთვის იჯარის გადასახადების შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ყველა მუნიციპალიტეტს მიეცა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„თბილისის მერის, ბატონი კახა კალაძის ინიციატივა, მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული იჯარით გაცემული გადასახადების შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სავაჭრო ობიექტებს, ხაზი მინდა გავუსვა, ეს რეკომენდაცია ასევე მიეცა ყველა სხვა მუნიციპალიტეტს, რათა ყველა ბიზნესმა, რომელიც სარგებლობს იჯარით, მუნიციპალურ სარგებლობაში არსებული ქონებებით სავაჭრო ობიექტებთან, მათ არ მოსთხოვონ მოიჯარეებს გადასახადი“ ,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, ჩიქოვანის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

„ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოდან არსებობს და დავრჩეთ სახლში. ეს არის პირველი ღონისძიება, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გაიზიაროს, და პირველი გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა მიიღოს“ ,- აღნიშნა ჩიქოვანმა.