ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს პოზიცია არის ერთი, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ მშვიდობიანი გზით, აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს
ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს პოზიცია არის ერთი, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ მშვიდობიანი გზით, აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს

საქართველოს პოზიცია არის ერთი და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენ აღვადგენთ მშვიდობიანი გზით და ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა: „რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა“.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ვერ იტყვის, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ამასთან, მისივე თქმით, ძალიან ბევრი სპეკულაცია ყოფილა, მათ შორის, უკრაინელი ოფიციალური პირების მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.

„ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი სპეკულაცია ყოფილა, მათ შორის, უკრაინელი ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. საქართველოს პოზიცია არის ერთი და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენ აღვადგენთ მშვიდობიანი გზით და ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.