ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა

19:14, 13.10.2023

რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერებთან დისტანციური შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ისტორიული შემობრუნების მომენტში ვიმყოფებით.

„ჩვენ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობლივი უსაფრთხოება და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარება შავი ზღვის რეგიონში მთელი ევროპის გეოპოლიტიკური სტაბილურობის გასაღებია. უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები ასევე გაჩნდება შავი ზღვის მეზობელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცვლილებების გამო. ეს შემატებს პოტენციალს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებას აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. მით უმეტეს, როცა რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ყველა ჩვენგანი ახლა ისტორიული შემობრუნების მომენტში ვართ. ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს, ან ტერორისტული რუსეთი შეძლებს თავისუფლების დარღვევას, შემდეგ კი, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში არსებობს, მთელ კონტინენტზე გავრცელდება, ან თანამშრომლობის მრავალი დონისა და ფორმატის წყალობით განსაკუთრებით რეგიონული, ჩვენი საერთო თავისუფლების დაცვის წყალობით რუსეთი წააგებს ამ დაპირისპირებაში. მას შემდეგ, რაც ის წააგებს, შედეგად, განხორციელდება გეოპოლიტიკური სტაბილურობის ისტორიული შანსი სკანდინავიიდან მინსკისა და კიევის გავლით სამხრეთ კავკასიამდე, მთელ ხაზზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი