ირაკლი ჩიქოვანი - საქართველო-ამერიკის ურთიერთობა წლიდან წლამდე ვითარდება და დღეს არსებული ურთიერთობები არის უპრეცედენტო
ირაკლი ჩიქოვანი - საქართველო-ამერიკის ურთიერთობა წლიდან წლამდე ვითარდება და დღეს არსებული ურთიერთობები არის უპრეცედენტო

საქართველო-ამერიკის ურთიერთობა წლიდან წლამდე ვითარდება და დღეს არსებული ურთიერთობები არის უპრეცედენტო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, აშშ-ის მხარდამჭერი აქტი არის უმნიშვნელოვანესი.

„საქართველო-ამერიკის ურთიერთობა წლიდან წლამდე ვითარდება და დღეს არსებული ურთიერთობები არის უპრეცედენტო. ხაზგასასმელია, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ ვის აქვს კონგრესში უმრავლესობა. ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა გააჩნია. გავაგრძელებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც მიმართულია ქვეყნის განვითარებაზე, ინსტიტუციების გაძლიერებაზე და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გამოწვევებით სავსე პერიოდია და მხარდამჭერი განცხადებები ნათელი გამოვლინებაა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა კვლავ ძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.