ირაკლი ჩიქოვანი - სამშენებლო ობიექტები მკაცრად კონტროლდება, რამდენიმეს შემთხვევაში, რეგულაციების სრულყოფილად შეუსრულებლობის გამო, სამუშაოები შეჩერებულია
ირაკლი ჩიქოვანი - სამშენებლო ობიექტები მკაცრად კონტროლდება, რამდენიმეს შემთხვევაში, რეგულაციების სრულყოფილად შეუსრულებლობის გამო, სამუშაოები შეჩერებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამშენებლო ობიექტებზე მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს, თუ რამდენად იცავენ ისინი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის 100-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტია შემოწმებული.

ჩიქოვანის განმარტებით, ნაწილის შემთხვევაში რეგულაციები არ იყო დაცული და მშენებლობების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

„სამშენებლო ობიექტებთან მიმართებაში არის ასევე მკაცრი კონტროლი. შემოწმებული იქნა 100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა. ამაში მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. გვქონდა შემთხვევები, სადაც სრულად იყო დაცული ეს რეგულაციები, მაგრამ გვქონდა შემთხვევები, სადაც ეს რეგულაციები სრულად ვერ იქნა დაცული და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ მშენებლობების შეჩერება მომხდარიყო. ისინი არ გაგრძელდება, ვიდრე არ შეძლებენ, სრულად  დააკმაყოფილონ უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი, რომელიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებებისთვის“ , – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.