ირაკლი ჩიქოვანი - საჯარო სექტორს დაევალა, ვირუსის პრევენციის მიზნით, თანამშრომელთა რაოდენობა უფრო შეზღუდონ, იგივე რეკომენდაციაა კერძო სექტორისთვისაც
ირაკლი ჩიქოვანი - საჯარო სექტორს დაევალა, ვირუსის პრევენციის მიზნით, თანამშრომელთა რაოდენობა უფრო შეზღუდონ, იგივე რეკომენდაციაა კერძო სექტორისთვისაც

საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, პრესსპიკერ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საჯარო სექტორს მიეცა დავალება, თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ უფრო შეზღუდოს და მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე გადავიდნენ.

„საჯარო სექტორს მიეცა დავალება, კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება სამსახურებრივად იქნება აუცილებელი. ანუ სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი და გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე. აბსოლუტურ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც მოუწევთ გადაადგილება, რათა მობრძანდნენ სამსახურში“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის თქმით, ანალოგიური რეკომენდაცია გაცემულია კერძო სექტორისთვისაც.

„მათ მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.