ირაკლი ჩიქოვანი - რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს ექნება გაცილებით უკეთესი პროგრესი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს
ირაკლი ჩიქოვანი - რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს ექნება გაცილებით უკეთესი პროგრესი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს ექნება გაცილებით უკეთესი პროგრესი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ოპოზიცია რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერს აკეთებს და პროცესს მაღალი პოლარიზაციის მისაღწევად იყენებს.

„ჩვენი ბევრი პარტნიორი და კოლეგა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით საქართველოს არსებით პროგრესს ხედავს და ბევრი პოზიტიური გამოხმაურებაა, თუმცა მოვლენებს წინ არ უნდა გავასწროთ. საქართველოს ნამდვილად არ ჰქონდა პრობლემური საკითხები შარშან, როცა კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს.

„საქართველო მთელი ათწლეულების მანძილზე იყო გამორჩეული ლიდერი ასოცირების დღის წესრიგის შესრულების თვალსაზრისით და ასევე ექნება ქვეყანას გაცილებით უკეთესი პროგრესი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. თუმცა რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ უნდა მიიღოს. ფაქტობრივად, ოპოზიციას ეს საკითხი იარაღად აქვს, რეალურად კი, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსიანი პოლიტიკა და შეთავაზება მოქალაქეებისთვის და მხოლოდ ამ თემაზე არიან გამოკიდებული. ვხედავთ, რომ მათი მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციები ხდება და თავად რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერს აკეთებენ, ამ პროცესს მაღალი პოლარიზაციის მისაღწევად იყენებენ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.