ირაკლი ჩიქოვანი - პრაქტიკულად, რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია, მაქვს მტკიცე რწმენა, რომ არ იქნება არცერთი საკითხი, რაზეც საქართველის მიმართ შეიძლება, იყოს პრეტენზია, თითქოს რაღაც შესრულებული არ არის
ირაკლი ჩიქოვანი - პრაქტიკულად, რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია, მაქვს მტკიცე რწმენა, რომ არ იქნება არცერთი საკითხი, რაზეც საქართველის მიმართ შეიძლება, იყოს პრეტენზია, თითქოს რაღაც შესრულებული არ არის

„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დღეს სტრასბურგში იწყება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც არის მორიგი სამუშაო სესია.

მისივე თქმით, ძირითადი საკითხი იქნება მაისის სამიტისთვის მზადება.

„მნიშვნელოვანი სამიტია, სადაც ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გაარძელებს მუშაობას, რა იქნება მისი მნიშვნელოვანი პრიორიტეტები და როგორ გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არსებობს ევროპის კონტინენტზე. ჩვენ ამ საკითხებზე ჩვენი პოზიცია გვაქვს და ევროპის საბჭოში ჩვენი წარმომადგენელობა აქტიურად მუშაობს.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენს დელეგაციას რამდენიმე შეხვედრა ექნება და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. ევროკომისიის რეკომენდაციების მიღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა კონკრეტული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა იმ რეკომენდაციების სწრაფ და ეფექტიან აღსრულებას, რომელიც მივიღეთ. ჩვენ ამ გეგმას მივყვებით, უკვე მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. პრაქტიკულად, რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია. რამდენიმე რეკომენდაციაა, რაზეც კომუნიკაცია გვაქვს ვენეციის კომისიასთან და საგაზაფხულო სესიის ბოლომდე შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცე რწმენა მაქვს, რომ არ იქნება არცერთი საკითხი, რაზეც საქართველის მიმართ შეიძლება, იყოს პრეტენზია, რომ რაღაც შესრულებული არ არის.

საქართველო ყველა რეკომენდაციას შეასრულებს ერთის გარდა, რომელიც არის დეპოლარიზაცია. ფაქტია, რომ აქ მთავარ პრობლემას წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია. რადიკალიზმის ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო და მოღალატეობრივი გამოხატულება არის ის, რომ ისინი ყოველდღე მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან მათი მიზანია, ებრძოლონ ხელისუფლებას, მათ არანაირი სახელმწიფო ინტერესი არ ამოძრავებთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.