ირაკლი ჩიქოვანი - ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვების მოხსნა
ირაკლი ჩიქოვანი - ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვების მოხსნა

ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვების მოხსნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩვენ ასევე შესაძლებლობა გვექნება, შევამსუბუქოთ ის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მოქმედებს და ასევე შემდგომში იმოქმედებს.

უკვე ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. გარდა ამისა, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, ორი-სამი კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ, დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური ცხოვრების აქტივობების ხელშეწყობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.

ამასთან, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება.