ირაკლი ჩიქოვანი - ოპოზიცია ცდილობს, უსაფუძვლო ტყუილებით დააზიანოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ სახელმწიფო, მათი მიზანია, ამ ხელისუფლების პირობებში არ იყოს პოზიტიური შედეგები
ირაკლი ჩიქოვანი - ოპოზიცია ცდილობს, უსაფუძვლო ტყუილებით დააზიანოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ სახელმწიფო, მათი მიზანია, ამ ხელისუფლების პირობებში არ იყოს პოზიტიური შედეგები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ოპოზიცია მორიგ ჯერზე ცდილობს, უსაფუძვლო ტყუილებითა და დეზინფორმაციით დააზიანოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ მთლიანად სახელმწიფო.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიმართ დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ იყოს პოზიტიური შედეგები.

„ყველამ კარგად დავინახეთ, რომ პრემიერ-მინისტრს ძალიან მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა, სადაც საუბარი ეხებოდა ევროპულ ინტეგრაციას. ნახეთ პოზიტიური გამოხმაურებები და შეფასებები. პრემიერ-მინისტრის მიმართ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია. მათი მიზანია, ამ ხელისუფლების პირობებში არ იყოს პოზიტიური შედეგები, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ კონსოლიდირებული მონდომებით, ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს პროგრესი. ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ძალიან წარმატებული და შედეგიანი იყო“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.